თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

Pirveliradio Ge

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გულ-მკერდის არეში დაჭრილი მიიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესი იყო. გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. კლინიკის ეზოში სამართალდამცველები იმყოფებიან.