Forbes: კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაცული 10 სახელმწიფო

Headline

COVID-19-ის პანდემიისგან დაცვის თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ შვეიცარია, ხოლო ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ ქვეყანა სამხრეთ სუდანი დასახელდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Forbes, Deep knowledge group-ის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს. დოკუმენტის ავტორებმა კონკრეტული ქვეყნის საკარანტინე ზომების ეფექტურობა, ინფიცირებულთა გამოსავლენად გამოყენებული მიდგომები და სახელმწიფო ეკონომიკის ერთობლიობა შეაფასეს. კვლევა 130 ერთეულ რაოდენობრივ და თვისობრივ პარამეტრს ემყარება. რეიტინგის პირველი და მეორე ადგილები შვეიცარიამ და გერმანიამ დაიკავეს. ამ სახელმწიფოებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მათ აქვთ სტაბილური ეკონომიკა და კორონავირუსთან დაკავშირებით ფრთხილ კამპანიას აწარმოებენ, ხოლო მათი მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება სამეცნიერო საფუძველს ემყარება. რეიტინგის მესამე ადგილი ისრაელმა დაიკავა, მეოთხე - სინგაპურმა, მეხუთე - იაპონიამ. შემდეგ მოდიან ავსტრია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა. რეიტინგის მიხედვით საქართველო 39-ე ადგილზეა - უსწრებს კვიპროსს (40) და ჩამორჩება ირლანდიას (38). აქვე Forbes აღნიშნავს, რომ ანგარიში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შეფასებას ემყარება, მაშინ როდესაც კონკრეტული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რისკის დონე შესაძლოა განსხვავდებოდეს. რაც შეეხება ყველაზე საშიშ ტერიტორიებს - დასახელებულია სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: The 100 Safest Countries In The World For COVID-19, (05.06.2020), www.forbes.com coronavirus safest places countries regions headline