გოგლა ჟვანია: ბუსაც დაჭრილია

Tbilisi Daily

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა, გოგ­ლა ჟვა­ნია ადას­ტუ­რებს, რომ ბუსა ჟვა­ნია დაჭ­რი­ლია. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ბუსა ჟვა­ნია შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად არის დაჭ­რი­ლი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბა მას მუც­ლის არე­ში აქვს. “დაჭ­რი­ლი არის შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ კლი­ნი­კა­შია. ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ. გოგ­ლა ჟვა­ნია მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს. გოგი თოფაძე კი შვილიშვილის დაჭრაზე ასე ყვება: „ჩვენთან იყვნენ ბიჭები და ერთი ქალბატონი… ერთ-ერთს, რომელიც იყო ამ სამი ბიჭიდან, ვიღაცამ დაურეკა. ჩავიდა ეზოში. შემდეგ შემოვიდა სხვა კაცი, უცნობი. ამასთან ერთად ზემოთ ამოვიდა. სტუმარ ქალზე იყო აღელვებული… ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, არ გინდაო. დანა დაარტყა რამდენჯერმე. პირველი ჩემი მეუღლე გავიდა. კინაღამ ჩემ ცოლსაც მოხვდა დანა. ვინ იყო მე არ ვიცი”. #ახალიამბები