Ლევან იოსელიანი: "ნაციონალური მოძრაობა" ბოკერიას მძევალია

Tbilisi Daily

" მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, მოლაპარაკებებზე შეთანხმებას ყველა ცდილობს გარდა ევროპული საქართველოსი, მისივე თქმით, გიგა ბოკერიას მძევლად ჰყვს აყვანილი მთლიანად ნაციონალური მოძრაობა. "მთლიანად ამ პროცესის ჩაშლას ცდოლობს ევროპული საქართველო, რეალურად ერთი პოლიტიკური პარტია ცდილობ, რომ ეს პროცესი შეიყვანოს ჩიხში. ყველასთან სათითაოდ მაქვს ნალაპარაკები, პოლიტიკურ ლიდერებთანაც. ყველას უნდა რომ შედეგეს მოლაპარაკება, ყველას უნდა რომ გამოვიტანოთ აქედან შედეგი მაგრამ ევროპული საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. გამოვიდნენ და ღიად ილაპარაკონ ნუ არიან მძევლად აყვანილები ამ ერთი პარტიის მიერ, მათ შორის არის ნაციონალური მოძრაობაც, ერთმა კაცმა გიგა ბოკერიამ მთლიანაც მძევლად აიყვანა ნაციონალური მოძრაობა. ამას ვამბობ სრული პასუხიმგებლობით", — განაცხადა იოსელიანმა.