ვიდეოჩანაწერებში ჩანს ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია - ადვოკატი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=144114 ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სპორტსმენის უდანაშაულობას ამტკიცებს. "ვიდეოჩანაწერებში ჩანს ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ის იყო საკუთარ სახლში, საკუთარ სივრცეში სასამართლოს მიერ გამოყოფილ დღეს, ხუთშაბათს და შაბათს მას ეკუთვნის ბავშვის ნახვა, და ხუთშაბათს ჰყავდა ბავშვი წამოყვანილი. 40 წუთში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა ბასილაშვილების სახლში და პრაქტიკულად ძალით წაიყვანა ბავშვი მამისგან. 2019 წელს ეს ადამიანები განქორწინდნენ, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილს არასდროს უარი არ უთქვამს შვილის აღზრდაზე და მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.