აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა გახდა
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა, სადაც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა დაინიშნა.
ის აქამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის პოლიციის უფროსის პოსტს კოტე ანანიაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა, 9 თებერვალს კი ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შეგახსენებთ, რომ კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა, მანამდე კი, ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე იმყოფებოდა. კოტე ანანიაშვილმა არ დაასახელა მიზეზები, თუ რის გამო გაათავისუფლეს ან კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.
"ფორმულას" ცნობით, სწორედ კოტე ანანიაშვილი იქნება პირი, ვინც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შეცვლის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები