რაჭაში სტიქიის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან, გამოვიყვანეთ 100 პირი — საგანგებო

On.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში არავინ დაშავებულა. უწყების განცხადებით, ვერტმფრენებით 100-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 21 არასრულწლოვანია. https://on.ge/story/60692-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97-100-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D უწყების ინფორმაციით, ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან. #News