აჭარის ტელევიზიასთან პროტესტი გრძელდება
Pirveliradio Ge
აჭარის ტელევიზიასთან პროტესტი ისევ გრძელდება. მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის “ ერთ-ერთი წევრი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია - აჭარის ტელევიზიის ბორდმა დირექტორის გოგა კოხრეიძის იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს.
"მდგომარეობა კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს, რადგან ათამდე სარჩელია შეტანილი, რაც მიანიშნებს იმას, რომ პროტესტი არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთ გაიზრდება თანდათან," - ამბობს "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" წარმომადგენელი ასლან ჭანიძე.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიაში სწორედ კოხრეიძის დირექტორობის პერიოდში შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტებს განსხვავებული აზრის გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ.
"სამწუხაროა, რომ ყველანაირ რეკორდს აჭარბებს ახალი დირექტორი, თანამშრომლებისა და თავისუფალი სიტყვის დევნის თალსაზრისით, მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის ცინიზმი," - "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი გენრი დოლიძე.
http://pirveliradio.ge/?newsid=144675