44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა
Kutaisipost
NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში
გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით
ვითარდება.
Ამ განწყობას იზიარებს თბილისში გამოკითხულთა
უმრავლესობა - 44%. Მხოლოდ 24%-ს მიაჩნია, რომ კურსი სწორია.
ასე ფიქრობს გამოკითხულთა უმრავლესობა
საქართველოს სხვა ქალაქებშიც. Მათი 45 % არ იწონებს საქართველოს
განვითარების კურსს. მოსაწონი მხოლოდ გამოკითხულთა 29
%-ისთვისაა.
Სოფლებში გამოკითხულთა 44% არ ეთანხმება
საქართველოს განვითარების კურსს, ეთანხმება - 24%.
გამოკითხულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის
წარმომადგენელი. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი
მიმართულებით ვითარდება.
ასე ფიქრობს გამოკითხულ კაცთა - 46%. ქვეყნის
მიმართულებას არ იწონებს გამოკითხულ ქალთა 43%.
Პარტიული ნიშნით ქვეყნის განვითარების კურსით
კმაყოფილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. Მათი გამოკითხულთა 61%
თვლის, რომ ქვეყანას სწორი განვითარების კურსი აქვს აღებული და მხოლოდ
20%-ია უკმაყოფილო.
ქვეყნის განვითარების კრუსს არ ეთანხმება
ოპოზიციის მხარდამჭერები - 67%.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24
თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების
ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით
იცვლება.
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/20131-saqarthveloshi-gamokithkhultha-44-thvlis-rom-qveyana-arastsori-mimarthulebith-vithardeba-