ჩაი - აზერბაიჯანული კულტურის განუყოფელი ნაწილი
Marneuli Daily
აზერბაიჯანელებისათვის ჩაი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მათთვის სტუმართმოყვარეობის და სტუმრების პატივისცემის სიმბოლოდ ითვლება. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ჩაი ხელს უწყობს საუბარს და მარტივ კომუნიკაციას ადამინებს შორის, ძირითადად შავ ჩაის სვამენ და მნიშნველოვანია, რომ სწორედ აზერბაიჯანელები ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩაის დალევის კლასიკურ ეთნოსად კავკასიაში.
აზერბაიჯანელებისთვის ჩაი რძით ძალიან იშვიათია. თუმცა ერთიანი რწმენის თანახმად, შაქრიანი ჩაის დალევა შუა საუკუნეების პერიოდიდან მოდის, როდესაც მმართველები, რომლებსაც მოწამვლის ეშინოდათ, სითხეს ამოწმებდნენ შაქრის ნაჭრის ჩაგდებით, რადგან ითვლებოდა, რომ შხამი რეაგირებდა შაქრისკენ. ტრადიციულ ჩაის მიირთმევენ ლიმონით, შაქრით, ტკბილეულის ან ხილის დესერტეით, ხშირად უმატებენ პიტნის ან ვარდის წყალს. აზერბაიჯანელები თვლიან , რომ სწორედ ეს ორი სითხეა სასარგებლო კუჭისა და გულისათვის.
ჩაისათვის ადუღებენ წყალს თბილი ლითონის კონტეინერებში, რომლებიც ცნობილია როგორც "სამოვარები." საგულდაგულოდ მომზადებულ ჩაის მსხლის ფორმის ჭიქებში ასხამენ, შიგ ნატეხ შაქარს აგდებენ და ნუშთან, ქიშმიშთან და ფისტასთან ერთად სიამოვნებით მიირთმევენ. არის სპეციალური ადგილები , სადაც იკრიბებიან კაცები ჩაის დასალევად, ჰქვია ჩაიხანები.
#ჩაი
#კულტურა
#ჩაიხანა
#marneulidaily
#opinion