რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომის მთიდან ახალგაზრდების გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა. ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა. არსებული ინფორმაციით,გომის მთაზე სანადიროდ ოთხი ახალგაზრდა ავიდა, მათგან ერთიგარდაიცვალა, ორის მდგომარეობა კი მძიმეა. 'კურორტ გომისმთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების გამოსაყვანად დილიდან მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია. ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ფიზიკური ძალა, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ახალგაზრდების გამოყვანა' - აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.