ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.
წყალამა გაანადგურა ათობი საცხოვრებელი სახლი თუ კორპუსი, წაიღო გზები და ხიდები. თავშესაფრის აგრეშე ათეულ ათასობით ადამიანი გახსნა. ასამის შტატში 480 დროებითი ბანაკია გახსნილი, სადაც 60 ათას ადამიანზე მეტია განთავსებული.