ზუგდიდის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

Zugdidi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. მერის განცხადებით, საკვები პროდუქტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4300-მდე აღსაზრდელს გადაეცემა. ,,დღეს დავიწყეთ იმ პროდუქტების გაცემა, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული. საკვებს 4300-მდე აღსაზრდელი მიიღებს და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ საბავშვო ბაღებში შეზღუდვები იმოქმედებს. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ. საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს. კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ბაღი #კორონავირუსი #zugdididaily