აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

Pirveliradio Ge

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ინფორმაციას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე ადასტურებს. "4 პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ისინი იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე არასტაბილური ჰემოდინამიკით და მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მკურნალობა. 5 პაციენტს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი მაღალი წნევით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის. განყოფილებაში გვყავს 95 სხვადასხვა ხარისხის პნევმონია, 20 პაციენტი გვყავს ემერჯენსში, რომელთაც აღებული აქვთ PCR ტესტირება და ველოდებით პასუხს, ან დადასტურდება, ან იქნება უარყოფილი. თუ პაციენტი არის უსიმპტომო, დაუდასტურდა მაგრამ სიმპტომები არ აქვს, ჩივილები არ აქვს და კომპიუტერზე არ აღენიშნება პნევმონია, ის პირდაპირ არ თავსდება საავადმყოფოში და გადადის საკარანტინო ზონაში. ამიტომ, ბევრი პაციენტი შეიძლება საავადმყოფოში კი არ აღმოჩნდეს, პირდაპირ აღმოჩნდეს საკარანტინო ზონაში," - განაცხადა გია კიკაბიძემ.