საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ, ყველას კარგად გვესმის რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140242 საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. “საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას. ეს დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვვას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ამ ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა.” - განაცხადა გახარიამ.