რიკოთის გვირაბი იკეტება

Tbilisi Daily

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გზის სავალი ნაწილი 16 ივნისს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე დაიკეტება. ამ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.