კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ათი ქუთაისში გამოვლინდა
Pirveliradio Ge
გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისში „კოვიდ-19“-ის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები 32-ე სკოლის თანამშრომელთა კონტაქტები არიან.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა სკოლის კლასტერს უკავშირდება.
მისი ინფორმაციით, მიუხედავად სკოლის კლასტერის გაზრდისა, ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის, რაც შეეხება საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს.