ნინო ბურჯანაძე -ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენადაც გამოფხიზლების

Tbilisi Daily

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული "სირცხვილის კორიდორი" იქნება არა იმდენად სირცხვილის, რამდენადაც გამოფხიზლების. მისივე თქმით, თუ რომელიმე ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ ხმების მოპარვა ნორმალურია, მან უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. "უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენადაც გამოფხიზლების, ასე ვთქვათ. თუ ასე თვლის რომელიმე ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმები იპარება, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში, მაგრამ რიგითმა ამომრჩეველმა, რომელსაც უნდათ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას აანონსებს - ზეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას და 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს.