კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა. შედარებით პატრა მაჩვენებლებია რეგიონებში.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
აჭარა - 64,
იმერეთი - 87,
ქვემო ქართლი - 24,
შიდა ქართლი - 20,
გურია - 32,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64,
კახეთი - 44,
მცხეთა-მთიანეთი - 20,
სამცხე-ჯავახეთი - 8,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 594 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 229 763 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 963-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 222 405.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 628-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31032424.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები