კონკრეტულ დღეებში და საათებში გადაადგილება იკრძალება?!

Tbilisi Daily

„შეიძლება დავაწესოთ ისეთი შეზღუდვები როგორიცაა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში, ან რომელიმე კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებებში. ასევე შეიძლება შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება და სავაჭრო ცენტრების ან ბაზრობების მუშაობა", - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად, საჭიროა ქვეყანაში მობილობის შემცირება. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ყველა აღნიშნულ ღონისძიებას წერტილოვანი ხასიათი ექნება და გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, სადაც ამის საჭიროება დადგება.