survation-ის კვლევა -გიორგი ვოლსკი – 55%, „ქართული ოცნება“ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ლიდერობს

Tbilisi Daily

ბრიტანული კომპანია Survation წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, დიდუბე- ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი – 55% ლიდერობს. კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი – ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კვლევის შედეგები შემდეგია: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას. აცხადებს -78 % ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 10% 50-50- 8% და არ მივიღებ მონაწილეობს ამბობს – 4% დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 55% ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) – 18% ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15% ლევან სამუშია (ლელო) – 3% დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3% გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3% არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2% და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 1% დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? ქართული ოცნება – 60% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10% გირჩი -7% პატრიოტთა ალიანსი – 5% ლელო – 4% ლეიბორისტული პარტია – 4% გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4% ერთიანი საქართველო -3% ევროპული საქართველო – 2% და სხვა პარტიას ირჩევს – 1% საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.