ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის
Tbilisi Daily
„საქართველოს ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი.
16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.
COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.