"ეპიდსიტუაცია დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებაზე" - ნინო ნიჟარაძე
Batumi Daily
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნინო ნიჟარაძემ - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "ეპიდსიტუაცია ექვემდებარება კონტროლს." და "ჩვენი ხვალინდელი ეპიდსიტუაცია ბოლომდეა დამოკიდებული ჩვენივე მოქალაქეობრივ შეგნებაზე".
მან მიმართა მოსახლეობას, იყვნენ იზოლაციაში მანამ, სანამ კოვიდ ტესტის პასუხს მიიღებენ. "ნიმუშის აღებიდან პასუხამდე ვალდებულება გაქვთ იყოთ იზოლაციაში. თუ თვლით, რომ ხართ დაინფიცირებულის კონტაქტი, თქვენ უნდა იყოთ 12 დღიან იზოლაციაში. თუ ხართ ახლო კონტაქტი - ჯანდაცვის სამინისტრო გიკავშირდებათ მყისიერად, გაძლევთ რეკომენდაციებს, გიკეთებთ ტესტს სახლში და პასუხს იღებთ 72 საათის განმავლობაში."
ნინო ნიჟარაძის თქმით, უკვე ამოქმედდა ონლაინ კლინიკების მომსახურება, სადაც ყველა შესულ ზარს აძლევენ რეკომენდაციებს და აგროვებენ ინფორმაციას სერვისის მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. "ისინი რჩებიან ბინაზე მანამ, სანამ მიიღებენ პასუხს იმის შესახებ, საჭიროებს თუ არა მათი მდგომარეობა ცხელების ცენტრში რეფერირებას." - თქვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily
#კოვიდვითარებააჭარაში
#ახალიამბებიაჭარაში