ბათუმში ეროვნული გამოცდების ცენტრები ცნობილია

Batumi Daily

ბათუმში ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრები ცნობილია. აბიტურიენტები გამოცდებს სამ საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. გამოცდები ჩაბარდება ბათუმის 1, 10 და 14 საჯარო სკოლებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრებში კონდიციონერი იქნება ჩართული. თუმცა ადრე ეპიდემიოლოგებმა კონდიციონერთან დაკავშირებულ სავარაუდო საფრთხეებზე ისაუბრეს - კონდიციოენერი ინფექციის გადაცემას უფრო ამარტივებს. სადეზინფექციო საშუალებები საგამოცდო ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი. თითო სივრცეში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება. ცენტრში აბიტურიენტებს ტემპერატურასაც შეუმოწმებენ. გამოცდები ეროვნულები ბათუმი განათლება კორონავირუსი batumidialy