ლუგანსკის ადმინისტრაციის მეთაური: უკრაინელ სამხედროებს მოუწევთ სევეროდონეცკის დატოვება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს მოუწევთ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება. ამის შესახებ განაცხადა ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ.
„სამწუხაროდ მოგვიწევს სევეროდონეცკიდან ჩვენი სამხედროების გაყვანა, რადგან განადგურებულ პოზიციებზე ყოფნას აზრი არ აქვს და იზრდება დაღუპულთა რიცხვი“, - წერს ტელეგრამ-არხზე ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში, რუსების პრაქტიკულად ყოველდღიური შეტევის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია და დანგრეული, ან დაზიანებულია სახლების 90%.
გამოცემა "უკრაინსკა პრავდა"-ს ინფორმაციით, 24 ივნისის დილის მდგომარეობით, არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და არც შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, სევეროდონეცკიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31913026.html
Source: radiotavisupleba.ge