რომელ ქუჩაზე შეწყდება წყლის მოწოდება დღეს?

Batumi Daily

დღეს დილიდან წყლის მომარაგება შეწყდება ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო. კერძოდ ,შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში, ორშაბათს, 10 აგვისტოს, დილის 9:00 საათდან საღამოს 19:00 საათამდე. ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #სიახლე #ახალიამბები #წყალი #ბათუმისწყალი #batumidaily წყარო - batumelebi.ge #ახალიამბები