აზერბაიჯანში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 317-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 623-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აზერბაიჯანში კოვიდ 19-სგან 39 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი მკურნალობა 3 791 ადამიანს უტარდება.