სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკის შეტანა არაკონსტიტუციურია - ოხანაშვილი რურუაზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=144119 სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკის შეტანა არაკონსტიტუციურია - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, რითაც „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება ოპოზიციასთან არ ყოფილა. „რაც შეეხება არაკონსტიტუციურ მოწოდებას, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკა უნდა შევიტანოთ და ვინმემ უნდა გაბედოს და ჩაერიოს, ეს არის, ერთი - დანაშაულებრივი მოწოდება, რადგან ასეთი რამ სისხლის სამართლებრივ კოდექსში დასჯადია და არის არაკონსტიტუციური. ამიტომ, წარმოუდგენელია ვინმე შეთანხმებულიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არაკონსტიტუციურ საკითხზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.