ბათუმის "დინამო" ახალ სტადიონზე 21 ნოემბერს ითამაშებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ეროვნული ლიგის 16 ტურში ბათუმის'დინამო' გორის 'დილას' ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს. ბათუმელთა ოფიციალურ გვერდზე ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ახალი სტადიონზე პირველი მატჩის ჩატარების შესახებ არის ინფორმაცია. 'დინამოსა' და 'დილას ' მატჩი 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბათუმის 'დინამოს ' პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ სტადიონი უკვე ოფიციალურად გახსნილია და ახლა ელოდებიან თუ როდის შეძლებენ გაავსონ ახალის სტადიონის ტრიბუნები. ბერიძემ აღნიშნა რომ ამ მოედანზე საქართველოს ნაკრებმაც უნდა ითამაშოს. შავიზღვისპირელებს 13 შეხვედრაში 26 ქულა აქვს და 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ თბილისის, დინამოს' თუმცა ბათუმის 'დინამოს ' თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.​