კარლო ლაგვილავა - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
Zugdidi Daily
კარლო ლაგვილავა - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.
"1942 წელს გამიწვიეს. სწავლება მანამდე ახალციხეში გავიარე. მერე მოვხვდი 25-ე პოლკში, გენერალ-მაიორ ვატუტინის არმიაში. დავიწყე რასტოვიდან და ჩავედი ბერლინამდე. ბერლინში დიდხანს არ გავჩერებულვარ. 9-ში ავღნიშნავთ ჩვენ გამარჯვებას, მაგრამ 27-ში დამთავრდა ყველაფერი. 9-ში დროშა დააყენს. ისე იქ ბრძოლა მიდიოდა, პერესტრელკა, დამალულების გამოყვანა. 27-ში გაიწმინდა სულ" - ამბობს კარლო ლაგვილავა
კარლო ლაგვილავას გასახსენებელი ბევრი აქვს. ბრძოლები, იარაღი, მტრის გაუვნებელყოფა, სისხლი, თეთრი ღამეები - ასე შემორჩა მის მეხსიერებას ომი, სადაც მეომრებს მოდუნების საშუალება იშვიათად ჰქონდათ.
ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას ასეთი ადამიანი. იგი საბჭოთა ხელმძღვანელობისგან მედლებითაც დაჯილდოვდა, თუმცა მათი უმეტესობა მაშინ გაუნადგურდა, სახლი რომ დაეწვა.
#ანაკლია
#მეორემსოფლიოომი
#ვეტერანი
#ფულადისაჩუქარი
#zugdididaily