ქუთაისის ინფექციურში 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი შეიყვანეს

Kutaisi Daily

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათევსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას “კოვიდ -19 ” დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში “კორონავირუსის” დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს. ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #კორონა #kutaisidaily წყარო - megatv.ge #ახალიამბები