ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან გვექნება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139622 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ტესტები საქართველოში ხვალიდან იქნება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შერჩევა მოხდა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით. „თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.