ოთხშაბათიდან მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება დაიწყება
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხდებით, სწრაფი ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. რაოდენობა კი საკმარისი იქნება, რათა საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა მოხდეს.
მისი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მიზნობრივი ტესტირების ჩატარება ორ დღეში იქნება შესაძლებელი.
„როგორც დავაანონსეთ, უკვე ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. ეს დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს იმისთვის, რომ დროულად მოახერხონ კორონავირუსის აღმოჩენა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე, გადანაწილებულია, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა “, - განაცხადა ტიკარაძემ.
#კორონავირუსი
#ჯადაცვისსამინისტრო
#ეკატერინეტიკარაძე
#სწრაფიტესტი
#დარჩისახლში
#tbilisidaily