საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. #ახალიამბები