ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმი სასამართლო განხილვა იწყება
Tbilisi Daily
დღეს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 55 წლის ვადიმ კრასიკოვია დაკავებული. გერმანული მხარე რუსეთს გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. გერმანელი გამომძიებლები თვლიან, რომ მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული.
პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.