ნასვამმა მამაკაცმა დაჭრა პირი, რომელიც ვაგონში ცხოვრობდა
Tbilisi Daily
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში კაცი დაჭრა.
დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა, დამნაშავე სტუმარი კი მიიმალა.
1978 წელს დაბადებული კ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მწყემსის მკვლელობა ფერმაში გვიან ღამით მოხდა. ტერიტორია თითქმის დაუსახლებელია, ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი. მომხდარის დეტალები მხოლოდ იმ პირებმა იციან, რომლებიც კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მუშაობენ. სამართალდამცველებმა ისინი უკვე დაკითხეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები