ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს აბუ მუჰსინ ალ-მასრი, „ალ-ყაიდის“ ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთი წამყვანი პირი, რომელზეც ასევე შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა გამოცხადებული ძებნა. ავღანეთის უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა გამოაცხადა, რომ ალ-მასრი, რომელიც „ალ-ყაიდის“ იერარქიაში მეორე ნომრად მიიჩნეოდა, სპეცსამსახურების მიერაა მოკლული ღაზნის პროვინციაში. უწყებას არ დაუზუსტებია ოპერაციის დეტალები და დრო. ეგვიპტური წარმომავლობის ალ-მასრი „ალ-ყაიდის“ ლიდერი იყო ინდოეთის სუბკონინენტზე და ის ტერორისტულ ორგანიზაციაში მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს განაგებდა. ამასობაში ყატარში გრძელდება მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის, რომლის მიზანია 19-წლიანი ომის დასრულება. 25 ოქტომბერს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მასუდ ანდარაბიმ განაცხადა, რომ ალ-მასრის მოკვლა თალიბანისა და „ალ-ყაიდის“ კავშირებზე მიანიშნებს. სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მეამბოხეებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებები თითქმის ყოველდღე ხდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30911702.html #ახალი_ამბები #twitter