სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

Kutaisi Daily

სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათი წევრი წაიყვანეს. ბიბილეიშვილის ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ბიბილეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დილით სახლიდან წაყვანილი მათი კოორდინატორი პოლიციაში ამ დრომდე არ მოუყვანიათ და არ იციან სად ჰყავთ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ოპოზიცია #ენმ #kutaisidaily წყარო - megatv.ge #პოლიტიკა #ახალიამბები