რუსლან ჰაჯიევი მარნეულში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს აღარ უხელმძღვანელებს
Marneuli Daily
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რუსლან ჰაჯიევიმა, „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის უფროსის თანამდეობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე გაავრცელა.
„ძვირფასო მეგობრებო, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის თანამდეობა გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი სურვილით დავტოვე. გუნდს არ ვტოვებ, "ქართულ ოცნებას" და მაჟორიტარობის კანდიდატს,ზაურ დარგალს ვუჭერ მხარს“,- წერს რუსლან ჰაჯიევი
აღსანიშნავია, რომ ჰაჯიევი მარნეულის "ქართული ოცნების" შტაბის უფროსდ, 6 ივლისს, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
წყარო: რადიო მარნეული
#ახალიამბები