დილით მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა - ლალი ტურძელაძე კომაში მყოფ ექთანზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კვლავმძიმეა ახალციხეში ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისდირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ დილისთვის სტაბილიზაციის მიღწევა მოხერხდა.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.
'' პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმემდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.
აპარატთან არის სინქრონში.წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე'' - განაცხადაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმადირექტორმა.