მეტეხის გვირაბი ჩაიკეტა

Tbilisi Daily

შპს „თბილსერვის ჯგუფი" მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება", - აცხადებენ მერიაში