თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 8 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა

Tbilisi Daily

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაზიანთეფში, სანკოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 8 კოვიდინფიცრებული ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Aljazeera წერს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ნაკადის ჟანგბადის თერაპიის აპარატის აფეთქებას მოჰყვა. შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის 65-დან 85 წლამდე ასაკის პაციენტები არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.