"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ - განლაგდა სპეციალური ტექნიკა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ და შენობასთან სპეციალური ტექნიკა განლაგდა.
ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური კიბით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელია, მისი მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მათი განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაციას, რომ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის . მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებიან.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციის წევრები 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
ფოტო: ინტერპრესნიუსი