ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა -Zdnet.com

Tbilisi Daily

პორტალ zdnet.com-ის ცნობით, ქართველ ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა - გამოქვეყნებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ გაჟონილ ინფორმაციაში შეტანილია გარდაცვლილი პირების მონაცემებიც. აღნიშნული ფაქტი მონაცემთა დარღვევის მონიტორინგის სერვისმა (Under the Breach) აღმოაჩინა, რომელმაც შემდგომ ცნობები ZDNet-ს მიაწოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებისთვის მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია და მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა. #ჰაკერულიფორუმი #პერსონალურიმონაცემი #ამომრჩეველი #შსს #tbilisidaily