Feedc-ი ყველაზე მრავალფეროვან სპორტულ ფესტივალ Sport Fest-ს უერთდება

ByFeedcGeorgia
20
შემოგვიერთდი 22-23 ოქტომბერს Sport Fest-ზე, აღმოაჩინე სხვადასხვა აქტივობები და ჩაერთე საინტერესო გამოწვევებში.
22-23 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში SPORT FEST ჩატარდება.
ეს არის პირველი სპორტული ფესტივალი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს, პროფესიონალებს, ბავშვებსა და მოზარდებს.
ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ რამდენიმე სივრცე:
  • კლასიკური სპორტი
  • ურბანული და ოფროუდ სპორტი
  • სპორტული არენა ცნობილ სპიკერებთან ერთად
  • საბავშვო ზონა
  • საპიკნიკე ზონა
  • სწრაფი კვების ზონა
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი ტრენდების შექმნას და სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალი საშუალებას გაძლევს, აღმოაჩინო შენთვის ახალი, საინტერესო და აქამდე უცნობი სპორტის სახეობა, შეხვდე სპორტსმენებს და დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ByFeedcGeorgia
20