"რუსეთთან ერთად, ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ კრიმინალი აფხაზეთში არ შევიდეს"
Sokhumi Daily
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის თქმით, კრიმინალს, რომელმაც ზუგდიდში ბანკი გაძარცვა აფხაზეთის "საზღვარი" არ გადაუკვეთავს. მანამდე მან განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რომ კრიმინალი "აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს".
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ იგი არარეალურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კრიმინალი აფხაზეთში გადავიდეს. მან დაამატა, რომ თუ ტერორისტს დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავებენ, ის გადაეცემა ქართულ მხარეს.
შეიარაღებულმა კაცმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა 21 ოქტომბრის ნაშუადღევს და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი. თითქმის შვიდსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე კრიმინალმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა, ისინი ტყესთან ახლოს დატოვა და თვითონ ადგილიდან მიიმალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა