დღეს და ხვალ, 20-21 ნოემბერს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს

Pirveliradio Ge

დღეს და ხვალ, 20-21 ნოემბერს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება. შეზღუდვა იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მოიხსნა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.