მთავრობა 17 წლამდე ყველა ბავშვს 200 ლარით აფინანსებს, სტუდენტების ნაწილს საფასურს დაუფარავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა, ვისი ასაკიც 17 წლამდეა, ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს თანხა მათ სწავლის დაწყების პროცესში დასჭირდებათ.
მისივე თქმით, ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც სოციალური სამსახურის შეფასებით 150 ქულამდე აქვს, 2020-2021 წლის ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მთავრობა ბიუჯეტიდან ერთი წლის საფასურს სრულად დაფარავს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სოციალური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. გახარიას თქმით, ასეთი ჯამში 33 ათასი სტუდენტია.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. მთავარობამ ასევე გადაწყვიტა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და ყველა იმ თვითდასაქმებულს გადაურიცხავს 300 ლარს, რომლის შევსებული დოკუმენტაციაც სრულყოფილი არ იყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30769061.html
#ახალი_ამბები
#twitter