"ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი.."

Sokhumi Daily

"ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისა და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის." - ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს. მისი თქმით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხმების უმრავლესობა მიიღო. "შესაბამისად დღეის მდგომარეობით, უკვე შეგვიძლია მთავრობის ფორმირება. დამატებითი, პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქებში, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში." - განაცხადა რიჟვაძემ. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისთვის და გამოთქვა მზაობა მოსახლეობასთან ერთად კვლავ გააგრძელოს მუშაობა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში