საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ იუწყება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საავადმყოფოში გარდაიცვალა მე-4 მექანიზებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს, "განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა".  სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ​ თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამხედრო პოლიცია გამოძიებას ატარებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და ოჯახს უსამძიმრებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31132539.html #ახალი_ამბები #twitter